კომპანია „ადიდასმა“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმების ახალი დიზაინი წარმოადგინა #1VSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 23 გუნდი „ადიდასის“ ფირმის მაისურებით შეიმოსება.
გერმანულმა კომპანიამ წარმოადგინა ყველა ფორმის ახალი დიზაინი.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალს სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. შეჯიბრება 11 ივნისიდან 19-ივლისამდე გაიმართება.
