„კომერსანტი" - რუსეთი სირიას სარაკეტო კომპლექსებს უსასყიდლოდ გადასცემს
„კომერსანტი" - რუსეთი სირიას სარაკეტო კომპლექსებს უსასყიდლოდ გადასცემს

რუსეთი სირიას სარაკეტო კომპლექს С-300-ებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

საუბარია უკვე გამოყენებულ სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც სირიას სამხედრო დახმარების სახით გადაეცემა.

გამოცემასთან საუბრისას ანონიმური წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი გადაწყვტილება კრემლში უკვე მიიღეს და დამასკო შეიარაღებას უახლოეს ხანში მიიღებს.

„კომერსანტი“ წერს, რომ С-3000-ებს სირიაში თვითმფრინავებით და გემებით ჩაიტანენ.

წინასწარ არის გაწერილი სირიელი სამხედროების მომზადების პროგრამა, რომელიც სამ თვეს გასტანს. ჯარისკაცებს სარაკეტო კომპლექსების მართვას რუსი სპეციალისტები შეასწავლიან. სირიისთვის იარაღის მიწოდების მიზანი დამასკოს შემდგომი სარაკეტო დარტყმებისგან დაცვაა.

კომერსანტთან” საუბარში ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ სირიაში რუსული შეიარაღების განლაგების წინააღმდეგ ისრაელი გამოდის. 2010 წელს რუსული С-300-ების მიწოდების შესახებ კონტრაქტი სწორედ ისრაელის თხოვნით გაუქმდა.