კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39.4 მლრდ ლარს შეადგენს
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39.4 მლრდ ლარს შეადგენს

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა და პირველი აპრილისთვის 39.4 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.