კომერციული ბანკების აქტივები 1.9 პროცენტით გაიზარდა
კომერციული ბანკების აქტივები 1.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 პროცენტია.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით იყო  წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.