კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება, ბათუმში კი სპეციალური პუნქტები მოეწყობა
კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება, ბათუმში კი სპეციალური პუნქტები მოეწყობა

კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინტენსიური თერმოსკრინინგი ჩატარდება ბათუმში, სადაც სპეციალური პუნქტები მოეწყობა.

„მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში, ასევე თერმოსკრინინგი იქნება iნტენსიური ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებზე, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს. ის ადამიანები, ვისაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუდასტურდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.