კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30-დან 25 პროცენტამდე შეუმცირდათ
კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30-დან 25 პროცენტამდე შეუმცირდათ

კომერციულ ბანკებს დღეიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30 პროცენტიდან 25 პროცენტამდე შეუმცირდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დარეზერვებული თანხა გაუთავისუფლდებათ, რომელიც შეიძლება ბაზარს მიაწოდონ და დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად დააბალანსონ.

ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავალუტო კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს და დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისში სარეზერვო მოთხოვნა კომერციულ ბანკებს ორჯერ – ჯერ 28 და შემდეგ 30 პროცენტამდე გაუზარდა. პირველ ოქტომბერს კი, ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და სამომხმარებლო პროდუქტის მოსალოდნელზე მეტად გაძვირების გამო, გადაწყვეტილება ისევ შემცირების მიმართულებით შეცვალა.

დატოვე კომენტარი