კოლუმბიის დედაქალაქში, პოლიციის აკადემიასთან ავტომობილის აფეთქების დროს 20 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიის დედაქალაქში, პოლიციის აკადემიასთან ავტომობილის აფეთქების დროს 20 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის დედაქალაქში, პოლიციის აკადემიასთან ავტომობილის აფეთქების დროს 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ 87 პირი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილმა ჯერ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვია, რის შემდეგაც მასში დამონტაჟებული 80კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი და მომხდარი უიარაღო კადეტებზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა. ივან დუკე თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობას დებს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.