კოლუმბიელი ველომრბოლელისა და მაყურებლის კონფლიქტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა (ვიდეო)

ველოტურნე „ჯირო დ’იტალიაზე“ (Giro d’Italia) საინტერესო ინციდენტი მოხდა: კოლუმბიელი მრბოლელი მიგელ ანხელ ლოპესი ერთ-ერთმა მაყურებელმა ველოსიპედიდან ჩამოაგდო, რის შემდეგაც სპორტსმენმა ხულიგანი მიწაზე დააგდო და მას რამდენჯერმე თავში წამოარტყა.

ლოპესი, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელი, თეთრი მაისურით ასპარეზობს.

მისი და ზემოხსენებული მაყურებლის დაპირისპირება ვიდეოკამერაზეც აღიბეჭდა.

საბოლოოდ, მეოცე ეტაპი ესპანელმა პელიო ბილბაომ მოიგო.