კოლუმბიელ მომღერალს მოსკოვში ძვირფასი ნივთები მოპარეს
კოლუმბიელ მომღერალს მოსკოვში ძვირფასი ნივთები მოპარეს

კოლუმბიელი მომღერალი მალუმა, რომელიც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა, ქურდების მსხვერპლი გახდა.

როგორც ტელეარხი Mash წერს, სასტუმრო 4 Seasons-ის ნომერში, რომელიც მალუმას ეკუთვნის, ქურდი შეიპარა და ძვირფასი ნივთები მოიპარა.

39 მოპარულ ნივთს შორის იყო: Cartier-ს ვარდისფერი ოქროს სამაჯური (46 ათასი დოლარი), 70 ათასი დოლარის ღირებულების საათი და სხვა. საერთო ზარალმა 50 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 780 000 დოლარია.

როგორც პოლიცია ვარაუდობს, ქურდი შესაძლოა, მომღერალთან დაახლოებული ადამიანი იყოს.

მალუმას ნამდვილი სახელია  ხუან ლუის ლონდონიო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატის ჰიმნს შეასრულებდა.
გია თვალაბეიშვილი