კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის სკოლაში 17 წლის მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორესი კი – სტაბილური.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული შემოწმების დროს მოხდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას არ განუმარტავს, რა გარემოებების გამო დააწესეს სკოლაში აღნიშნული შემოწმება.