კოლო ტურეს სურს, რომ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი აფრიკელი მწვრთნელი გახდეს
კოლო ტურეს სურს, რომ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი აფრიკელი მწვრთნელი გახდეს

„არსენალის“, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ მოთამაშეს კოლო ტურეს სურს, რომ გახდეს პირველი აფრიკელი მწვრთნელი პრემიერლიგის ისტორიაში.

„ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მე აფრიკიდან ვარ, – ციტირებს ტურეს The Daily Mail. – მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, რა შემიძლია მივცე მსოფლიოს ან ფეხბურთს რა დავუბრუნო? რა არის ჩემი ძლიერი მხარე?

ფეხბურთი ერთადერთია, რაც ვიცი და რაც სიამოვნებას მანიჭებს. მე ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, რომელიც მომავალ თაობას მინდა გადავცე.

მინდა, გავხდე პირველი აფრიკელი, რომელიც პრემიერლიგის გუნდს ჩაიბარებს, ეს რთული გზა იქნება, მაგრამ ვინმემ უნდა დაიწყოს და შემდეგ, სხვებიც მიჰყვებიან“. – აცხადებს კოლო ტურე.