პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი“ მეკარე ალექსეი სოლოსინმა დატოვა, მის ნაცვლად კი კლუბმა ახალი კიპერი დაიმატა.
ეროვნულ ლიგაში სეზონი ახლახან დაიწყო, მაგრამ კოლხები უკვე მთავარ მწვრთნელს შეელივნენ.
სოლოსინმა საქართველოში სულ ორი შეხვედრა ჩაატარა და წასვლა გადაწყვიტა – როგორც კლუბში პირველ არხს განუცხადეს, რუს მეკარესთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. მის ნაცვლად, ფოთელებმა დღეს მეკარე ანდრეი პოლტავცევი დაიმატეს.
26 წლის უკრაინელი ლუგანსკის „ზორიას“ გაზრდილია და უკრაინის პრემიერლიგაში უთამაშია. 2016 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშობდა და გულშემატკივარს თავი საკმაოდ დამაჯერებელი თამაშით დაამახსოვრა. თუმცა, პოლტავცევმა „გურია“ შარშან იანვარში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.