„კოლხეთი 1913“-მა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“-მა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“ ეროვნული ლიგა 3-ის მეორე წრისათვის მზადებას შეუდგა. გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძვის და ძლიერდება.

„კოლხეთი 1913“-ის პრესსამსახურის ცნობით, მზადების პროცესში გუნდის ხელმძღვანელობამ 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა.

27 ივლისს ფოთელები სტუმრად ქობულეთში „შუქურას“ შეხვდებიან. მატჩი „ჩელე არენაზე“ 17 საათზე დაიწყება, ხოლო 31 ივლისს შინ ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ უმასპინძლებენ. მატჩი 19 საათზე დაიწყება.

„ასევე გაცნობებთ, რომ გუნდში მოწვეული არიან ახალი ფეხბურთელები, რომლებთანაც კონტრაქტების გაფორმება იგეგმება. მათ ვინაობასაც უახლოეს დღეებში ჩვენი გვერდის მეშვეობით გავაჟღერებთ“, – წერია „კოლხეთი 1913“-ის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ეტაპის შემდეგ ცნობილი გახდა რომ გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის რიგები რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – თორნიკე კუპრავამ, ირაკლი ჩალიგავამ, გურამ ლეჟავამ, გიორგი ბერაიამ, შაქრო დვალიშვილმა, თამაზ შალიკაშვილმა, სამხრეთ სუდანელმა ჟოზე კუჩ ნუარიმ და ფრანგმა მოჰამედმა.

უახლოეს ოფიციალურ მატჩს ფოთელები საქართველოს თასზე სტუმრად ჩაატარებენ – „კოლხეთი 1913“ 7 აგვისტოს ლანჩხუთში „გურიას“ ესტუმრება.