„კოლხეთი 1913“ კრასოვსკიმ დატოვა - ფოთის საფეხბურთო კლუბი მეოთხე მწვრთნელის მოლოდინშია
„კოლხეთი 1913“ კრასოვსკიმ დატოვა - ფოთის საფეხბურთო კლუბი მეოთხე მწვრთნელის მოლოდინშია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ს 23-ე ტურში „თელავთან“ საშინაო მატჩის წაგების (2:5) შემდეგ ფოთის „კოლხეთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე გიორგი კრასოვსკიმ დატოვა.

„კოლხეთი 1913“-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებით ამ თანამდებობას ნუგზარ თვარაძე შეითავსებს, რომელიც კრასოვსკის ასისტენტი იყო.

ფოთის „კოლხეთი 1913“-ში მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მესამედ შეიცვალა. ჩემპიონატი პაატა მეტრეველმა დაიწყო, რომელიც აპრილში სოსო ფილიამ შეცვალა, მაგრამ ივნისში პოსტი მანაც დატოვა და გიორგი კრასოვსკიმ ჩაანაცვლა, რომელმაც თვეზე ოდნავ მეტ ხანს იმუშავა.