კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, შესაძლოა, სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩეროს

14:57, 04.11.2026

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, შესაძლოა, სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩეროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტაალატბეკ მასადიკოვმა ჟურნალისტებს მინსკში, პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისივე ორგანიზაციის საბჭომ, შესაძლოა, განიხილოს სომხეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევისა და კვოტურ თანამდებობებზე მისი მოქალაქეების წარდგენის შეჩერების საკითხები.

„ისინი, უკვე სამი წელია, აქტიურად არ მონაწილეობენ საქმიანობაში, მაგრამ ესწრებოდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ჩვენს თითოეულ ყოველკვირეულ შეხვედრას. რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილია რეზოლუციის პროექტი ორგანიზიაციის წესდების 25-ე მუხლის სომხეთის მინართ გამოყენების შესახებ. ეს ეხება წევრობის გადასახადს და ღონისძიებებში არმონაწილეობას. უკვე მესამე წელია, რაც ისინი არ მონაწილეობენ“, – განაცხადა მასადიკოვმა.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფოები ორი წლის განმავლობაში ვერ შეასრულებენ ბიუჯეტის დავალიანების დაფარვის ვალდებულებებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უფლება, წარადგინონ კვოტირებული თანამდებობები ორგანიზაციაში, ასევე ჩამოართვას მათ ხმის მიცემის უფლება ორგანიზაციის დავალიანების სრულად დაფარვამდე.

მსგავსი