კოდი გაკპო ევრო 2024-ის ლიდერია შექმნილი მომენტების რაოდენობით #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი კოდი გაკპო და თურქეთის ნაკრების მცველი ფერდი ქადიოგლუ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერები არიან თამაშიდან შექმნილი მომენტების რაოდენობით. ამის შესახებ ცნობილი საფეხბურთო სპორტალი Squawka წერს.
ამ მაჩვენებლით ტოპხუთეული ასე გამოიყურება:
1-2. კოდი გაკპო (ნიდერლანდები) – 11
1-2. ფერდი ქადიოგლუ (თურქეთი) – 11
3-5. პედრი (ესპანეთი) – 10
3-5. იოზუა კიმიხი (გერმანია) – 10
3-5. ჟიულ კუნდე (საფრანგეთი) – 10