კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10:33, 31.08.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.

„აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები და მიერთებები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.9 მლნ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი