კობიაშვილმა უეფა-ს აღამსკომზე ანგარიში წარადგინა
კობიაშვილმა უეფა-ს აღამსკომზე ანგარიში წარადგინა

ლევან კობიაშვილი შვეიცარიის ქალაქ ნიონში იმყოფებოდა, სადაც უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სხდომაში უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობდა. კობიაშვილმა შეკრებილებს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

უეფა-ს აღმასკომზე სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს: 2022 წლის ფიფა-ს მსოფლიო თასის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი და პლეი ოფის, 2020/21 უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ფორმატი, ფუტსალის, ქალთა ფეხბურთისა და სამსაჯო საკითხები.

უეფა-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის განსხვავებული ფორმატით ჩატარება გადაწყვიტა. ეს გულისხმობს გაზრდილ შანსს ქვეყნებისთვის და ჯგუფურ ეტაპზე ახალი კლუბების მონაწილეობას.

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის 2 მარტს ამსტერდამში შედგება, ხოლო 3 მარტს კი ჰოლანდიის დედაქალაქში უეფა-ს რიგით 44-ე კონგრესი გაიმართება.