კობიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზე - კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა (ვიდეო)
კობიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზე - კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა (ვიდეო)

კობიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზე – კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის ფინალამდე გუნდზე წამყვანი მოთამაშეების არყოფნამ ცუდი გავლენა მოახდინა გუნდზეც და მწვრთნელის ჩანაფიქრიც არია“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა.

მისი თქმით, ნაკრების შეკრება ფეხბურთის ფედერაციას კარგად ჰქონდა ორგანიზებული და ეს შემთხვევები მოულოდნელი გამოდგა: 

„სექტემბერში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. უსაფრთხოების ზომებს ვიცავდით, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა. ამ ორ ფეხბურთელზე კი ნაკრებში ბევრი იყო დამოკიდებული“.

კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ წამყვანი მოთამაშეების დანაკლისმა გუნდის წინა ხაზი შეასუსტა.

„მათმა არყოფნამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა. იმ დღეს ვარჯიში შეწყდა, სხვებიც რომ არ დაინფიცირებულიყვნენ. ამან მწვრთნელის გეგმებიც შეცვალა და გავლენა იქონია ჩვენს შეტევაზეც, სადაც სისწრაფე, ფლანგებზე ინდივიდუალური მოქმედებები და სიმწვავე დაგვაკლდა. არა მგონია, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო. ამას გარდა, დაცვაშიც ისეთი შეცდომა დავუშვით… ელემენტარული „კედელი“ გაგვითამაშეს და გაგვიტანეს“, – აცხადებს კობიაშვილი.