ლევან კობიაშვილი - ვლადიმირ ვაისი ნაკრების ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელი იყო, მაგრამ 30-წლიანი ნატვრა ვერ აგვისრულა
ლევან კობიაშვილი - ვლადიმირ ვაისი ნაკრების ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელი იყო, მაგრამ 30-წლიანი ნატვრა ვერ აგვისრულა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ნოემბრის სანაკრებო შეხვედრების შედეგები და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა შეაფასა.

„კარგი იქნებოდა, ნოემბრის სანაკრებო კვირაზე პოზიტიური კუთხით გველაპარაკა. თუმცა სხვაგვარი რეალობაა. 5 წელი მივდიოდით ფინალამდე, რომელსაც ქვეყანა 30 წელი ელოდა. თუმცა, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგით… ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ქართულ ფეხბურთში ბევრი შეიცვლებოდა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. მომხდარის ანალიზიც საჭიროა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, მას ნაკრების მომავლის სჯერა:

„სამწუხაროდ, მწარე გამოცდილება გამოდგა, მაგრამ მომავალშიც უნდა გავიხედოთ. მე კი ამ გუნდის მჯერა და არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩამოინგრა. ვლადიმირ ვაისის დროს ნაკრებს გარკვეული საფუძველი ჩაეყარა, რომელზეც მომავალი მწვრთნელი იმუშავებს“.

მან ვლადიმირ ვაისის საქმიანობაც შეაფასა:

„მოგებაში ფეხბურთელების წვლილს ვხედავთ, წარუმატებლობაში კი მწვრთნელს ვადანაშაულებთ. ჩემთვისაც გაუგებარი იყო მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება და შეცვლა, მაგრამ ამა საკითხზე მას საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა. ფაქტია, რომ ვლადიმირ ვაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში უმუშავია. სამწუხაროა, რომ მანაც ვერ გვიშველა და ჩვენი ხალხის 30-წლიანი ნატვრა ვერ ავასრულეთ“.

დატოვე კომენტარი