კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია
კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა განუცხადა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ტარდება.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს უმოკლეს პერიოდში დაიწყებს.

გასვიანის თქმით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ჯვარი-მესტიის რამდენიმე მონაკვეთზე და ცაგერი-ალბანის მიმართულებით, თუმცა აქ ვითარება საგანგაშო არ არის.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, მძღოლებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ.