კობი ბრაიანტი - ლებრონი ლეიკერსში ყველაფერს აკეთებს, ასე ჩემპიონი ვერასდროს გახდები
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს მიაჩნია, რომ კალიფორნიულმა კლუბმა არ უნდა ააგოს თამაში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსზე. მისი აზრით, „ლეიკერსი“ ასე ჩემპიონი ვერ გახდება.
„ჯეიმსი „ლეიკერსში“ აკეთებს ყველაფერს“, – მოჰყავს ESPN-ს ბრაიანტის სიტყვები. – „მაგრამ ასე ჩემპიონები არ ხდებიან. არ შეიძლება ლიდერის ისე გადატვირთვა, რომ მას ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდეს. აუცილებელია, გუნდის თამაში სწორი სტრატეგიის მიხედვით აეწყოს“.
მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსმა 23-დან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ მატჩში ის 27.8 ქულას, 7.7 მოხსნასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.