კობი ბრაიანტი – ლებრონი ლეიკერსში ყველაფერს აკეთებს, ასე ჩემპიონი ვერასდროს გახდები

17:24, 05.12.2018

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს მიაჩნია, რომ კალიფორნიულმა კლუბმა არ უნდა ააგოს თამაში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსზე. მისი აზრით, „ლეიკერსი“ ასე ჩემპიონი ვერ გახდება.

„ჯეიმსი „ლეიკერსში“ აკეთებს ყველაფერს“, – მოჰყავს ESPN-ს ბრაიანტის სიტყვები. – „მაგრამ ასე ჩემპიონები არ ხდებიან. არ შეიძლება ლიდერის ისე გადატვირთვა, რომ მას ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდეს. აუცილებელია, გუნდის თამაში სწორი სტრატეგიის მიხედვით აეწყოს“.

მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსმა 23-დან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ მატჩში ის 27.8 ქულას, 7.7 მოხსნასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი