კობახიძე - ”ლოკომოტივის” ახალი შენაძენია
კობახიძე - ”ლოკომოტივის” ახალი შენაძენია

ოთარ კობახიძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს.

კლუბის ცნობით, 21 წლის თავდამსხმელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

კობახიძემ კარიერა თბილისის „ლოკომოტივს“ მინიმუმ ორი წლით დაუკავშირა – ის ახალ გუნდში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.

კობახიძე ფეხბურთის გულშემატკივარმა ბოლნისის „სიონიდან“ გაიცნო, სადაც ორი სეზონი გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ტრავმის გამო, ოთარ კობახიძეს დიდი დრო გაუცდა და ამის გამო გასულ სეზონში ფორმის აღსადგენად ლიგა -3-ის ”შევარდენში” ითამაშა და გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივში“ დაიმატეს ზუკა დავითაშვილი, თემურ შონია და დავით ჯიქია.