კობა კობალაძე - ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
კობა კობალაძე - ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა

ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი და წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, გამოაცხადა დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესების ერთობლიობა.

„რუსეთი რომ აგრესორი, მტერი და ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ნაწილის, არავინ დაობს და კითხვის ნიშნები არ ჩნდება. ის განცდა, ვინც ამ თემაზე უსაზღვროდ და უკიდეგანოდ აპელირებს, უკვე იწვევს აგრესიას. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები თუნდაც პროფესიონალური თვალსაზრისით, ან სტრატეგიული ხედვით, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ ბევრი კითხვებია, ხოლო პასუხები – საკმაოდ მცირე“, – განაცხადა კობალაძემ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აგვისტოს ომის დროს, ქართული შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე მოქმედებები იყო გაუაზრებელ-გაუთვლელი.