კობა გვენეტაძის მოსმენა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ან 16 აპრილის სხდომაზე გაგრძელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა 21:00 საათამდე საკითხის ბოლომდე განხილვა ვერ მოესწრო.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე და საბანკო რეგულაციებზე გვენეტაძის მოსმენა შესაძლოა, რიგგარეშე სესიაზე ან 16 აპრილს დაგეგმილ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდეს.