კობა გვენეტაძე - ვისურვებდი, პარლამენტში ყოფილიყო მეტი პროფესიონალური შეკითხვა და არა პოლიტიკური ქულების დასაწერი, პოლიტიკოსებს ამ დებატებში ვერ შევყვები
კობა გვენეტაძე - ვისურვებდი, პარლამენტში ყოფილიყო მეტი პროფესიონალური შეკითხვა და არა პოლიტიკური ქულების დასაწერი, პოლიტიკოსებს ამ დებატებში ვერ შევყვები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დეპუტატების მხრიდან მეტ პროფესიონალურ შეკითხვას ისურვებდა.

გვენეტაძის თქმით, პოლიტიკოსებს ამ სახის დებატებში ვერ შეყვება და კითხვებს უპასუხებს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

„მესმის, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, სხვადასხვა პარტია განიხილავს საკითხებს, მაგრამ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის აპოლიტიკური და დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ყფრო მეტი პროფესიონალური შეკითხვა და არა ასე პოლიტიკურად დამუხტული, პოლიტიკური ქულების დასაწერი შეკითხვები. მე ამ დებატებში პოლიტიკოსებს ვერ შევყვები. ჩემი პასუხები იქნება მხოლოდ პროფესიონალური და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ დატოვოს დაკავებული თანამდებობა, გვენეტაძის თქმით, გადადგომას არ აპირებს.