კობა გვენეტაძე - საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე იწყებს მუშაობას
კობა გვენეტაძე - საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე იწყებს მუშაობას

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე პირველი მოლაპარაკებები 2021 წლის 8 აპრილიდან დაიწყება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა გვქონდა, რომელიც გაგრძელდა ერთი წლით და რომლის ბოლო მიმოხილვა 7 აპრილს ჩატარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის დასრულების შესახებ. ეს პროგრამა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყოს ზუსტად მხარდაჭერა იმისა, რომ ჩვენ მაშინ როდესაც პანდემია დაიწყო, დროის უმცირეს მონაკვეთში მივიღეთ ძალიან დიდი დახმარება არამარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით. ამიტომ, ვფიქრობ რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი მაქვს რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა. ეს იქნება ნადვილად წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით განახორციელდა საქართველოში. 8 აპრილიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდიც თანახმა იქნება ამაზე, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს, ეს არის ის ქოლგა, რომელიც ამ შემთხვევაში ეგზოგენური, რთული სიტუაციების შემთხევაში ჩვენს დაცვას ახერხებს და სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში გვეხმარება, რადგან სწორეს ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი იგივე სარეიტინგო კომპანიებთან დაკავშირებით, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად მესმის, რომ ეს პროცესი არის რთული გადასატანი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. დიახ, განვითარებულ ქვეყნებს უფრო ადვილად შეუძლიათ გადატანა, მათ უფრო ბევრი რესურსი აქვთ, განვითარებად ქვეყნებს უფრო ნაკლები. მაგრამ ეს სირთულეები არ დადგებოდა რომ არ ყოფილიყო პანდემია. სამწუხაროდ დადგა, ჩვენ ამას ვუმკლავდებით, არა პოპულისტური გადაწყვეტილებებით ჩვენ ამას კიდევ გავუმკლავდებით და ყველას და ამ ქვეყნის ინტერესში იქნება თუ 8 აპრილიდან ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ შემდეგ პროგრამაზე, რადგან ეს იქნება ზუსტად იმის სავიზიტო ბარათი და გაგრძელება, რომ ჩვენ ვაპირებთ ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.