კობა გვენეტაძე - საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკის ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება, ეს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს  
კობა გვენეტაძე - საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკის ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება, ეს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს  

გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მთავარია გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკის მიმართ, რაც ვფიქრობ, დღეს საქართველოში სახეზეა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის შეფასებას ეხება.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმ საგარეო შოკისა, რომელიც საქართველომ ივნისში გადაიტანა, ეკონომიკური ზრდა მაინც კარგ მაჩვენებელზეა.

„თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. არ დაგავიწყდეთ, საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პროგნოზირებული, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონალურ ეკონომიკას და შემდეგ ქვეყნებსაც. ასე რომ, ვფიქრობ, მთავარი ამ შემთხვევაში არის, გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკის მიმართ, რაც დღეს საქართველოში სახეზეა. მაგალითად, იმ საგარეო შოკის მიუხედავად, რომელიც ქვეყანამ გაიარა ივნისში, ზრდა ჯერჯერობით კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ეს კი არის იმის მაჩვენებელი, რომ ხორციელდება სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მდგრადობას შოკების მიმართ და მომავალში კიდევ უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.