კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ იგეგმება ციფრული ლარის საპილოტე დონეზე გამოცდა, რათა გაირკვეს, როგორ მოემსახურება ციფრული ვალუტა შესაბამის მიზნებს
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ იგეგმება ციფრული ლარის საპილოტე დონეზე გამოცდა, რათა გაირკვეს, როგორ მოემსახურება ციფრული ვალუტა შესაბამის მიზნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ციფრული ლარის შემოღებასთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან მსგავსი პროექტის კვლევის გარეშე განხორციელება შეუძლებელია.

„ციფრულ ლართან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავწიეთ გარკვეული სამუშაოები. ასეთი პროექტის განხორციელება კვლევის გარეშე შეუძლებელია. ამავე დროს ინტერესის შესახებაც გვქონდა განცხადება და ბევრ კომპანიასთან განვიხილეთ, თუ რისი შემოთავაზება შეუძლიათ მათ. პროცესი გრძელდება. ჩვენთვის ასევე საყურადღებოა, თუ რას აკეთებენ შედარებით უფრო დიდი ბანკები ამასთან დაკავშირებით, მათი მოცვა ამ საკითხის, ვგულისხმობ, რომ უფრო ფართო კვლევას აკეთებენ. მუშაობა გრძელდება, ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ საპილოტე დონეზე შემოვიღოთ ტესტირება, რათა გავიგოთ, როგორ მოემსახურება მიზნებს, რომლებსაც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, უნდა მოემსახუროს ციფრული ლარი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.