კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის გერმანიაში მოლაპარაკებები შეჩერებულია

12:54, 29.01.2018

კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

მხარეებმა საიმიგრაციო პოლიტიკასა და ჯანდაცვის საკითხებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თითქმის ცხრასაათიანი შეხვედრის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ და სოციალ-დემოკრატებმა მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ახლა კომპრომისული გამოსავლის ძებნას სამუშაო ჯგუფები განაგრძობენ. ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ალიანსი მიგრანტებთან დაკავშირებით, ოჯახების გაერთიანების საკითხზე მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, ეს კი სოციალ-დემოკრატების უკმაყოფილებას იწვევს.

მოლაპარაკებების რაუნდი 28 იანვარს პარტიების ლიდერთა შეხვედრით დაიწყო. მოგვიანებით, მათ სამივე პარტიიდან 12 წარმომადგენელი შეუერთდა.

პარალელურად კი ცალკეულ თემებზე სამუშაო ჯგუფები მართავენ შეხვედრებს. მოლაპარაკებების დასრულების ვადად პარტიები 4 თებერვალს ასახელებენ.

 

მსგავსი