კმაყოფილი ვართ შემადგენლობით - „ბორდოს“ ხელმძღვანელები დავითაშვილის დამატებამ გაახარა #1TVSPORT
კმაყოფილი ვართ შემადგენლობით - „ბორდოს“ ხელმძღვანელები დავითაშვილის დამატებამ გაახარა #1TVSPORT

„ბორდოს“ პრეზიდენტმა ჟერარ ლოპესმა და მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურკო დავითაშვილისა და სხვა ახალწვეულების შესახებ ისაუბრეს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მათი დამატებით კმაყოფილები არ დამალეს.

„კლუბმა მოახერხა და უზარმაზარ გამოწვევას გაუმკლავდა, შეავსო რა ყველა სათამაშო რგოლში არსებული ვაკუუმი. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობები ცოტა შეზღუდული იყო და ამის გაკეთება ძნელი გახლდათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟერარ ლოპესმა.

„კმაყოფილი ვარ შემადგენლობით. ველოდები ამ ხუთი ახალი მოთამაშის ინტეგრაციას მიზნების მისაღწევად. მე ამბიციურ კლუბში ვარ და ჩემთვის „ბორდო“ არასოდეს იქნება ლიგა 2-ის კლუბი“, – ეს უკვე მწვრთნელის, დევიდ გიონის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის კლუბების მართვის კონტროლის ეროვნული დირექტორატმა (Direction Nationale du Contrôle de Gestion – DNCG) თავდაპირველად დავითაშვილის ტრანსფერი „ბორდოს“ ფინანსური პრობლემების გამო არ დაარეგისტრირა, მაგრამ 2 სექტემბერს კლუბმა სახელფასო ბიუჯეტის შემცირებაზე დოკუმენტაცია წარადგინა და ქართველი მოთამაშე „ბორდოში“ დაარეგისტრირეს. ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთის პროფესიული ასოციაციის საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე.

ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ იჯარით და სავალდებულო შესყიდვის ოფციით დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი ჩაატარა, გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.