კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი თებერვალში გადაიტანეს
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი თებერვალში გადაიტანეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გადატანის შესახებ გამოაცხადა.

როგორც ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ეროვნული ჩემპიონატების შეცვლილი ვადების გამო, ტურნირი 2021 წლის თებერვლისთვის არის გადატანილი. კერძოდ, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება ყატარში – 1-11 თებერვალს. თავდაპირველი გეგმით, ის უნდა ჩატარებულიყო მიმდინარე წლის დეკემბერში.

შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ წელს იმართება ექვსი კონფედერაციის საუკეთესო გუნდებს შორის. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია „ლივერპული“.