კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა სტიკერები გააკრეს
კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტიკერები გააკრეს

ღამის კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სტიკერები წარწერით „რუსეთი ოპუპანტია” გააკრეს.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფორმით „ბასიანის“ მიერ რუსეთში დაგეგმილი ივენთი გააპროტესტეს.

მათ „ბასიანის“ ხელმძღვანელობას მოთხოვეს აღიარონ, რომ ეს იყო მათი მხრიდან შეცდომა და საზოგადოებას აღნიშნული ნაბჯის გამო, ბოდიში მოუხადონ.