კლოპი - არ მინდა, მოიესი დაითხოვონ, რადგან პრემიერლიგაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გავხდები #1TVSPORT
კლოპი - არ მინდა, მოიესი დაითხოვონ, რადგან პრემიერლიგაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გავხდები #1TVSPORT

ხვალ, 26 აპრილს „ლივერპული“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრება და ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩს გამართავს. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ „ვესტ ჰემის“ მწვრთნელს, დევიდ მოიესს მხარდაჭერას უცხადებს და არ სურს, რომ ლონდონურმა კლუბმა ის დაკავებული თანამდებობიდან გაუშვას.

„არ მინდა, „ვესტ ჰემმა“ მოიესი დაითხოვოს, რადგან მე ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი გავხდები. ამიტომ, დევიდი უნდა დარჩეს! მოიესს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს ჩვენთვის რთული მატჩი ქინება.

ჩემი კოლეგა მეტოქეს ყოველთვის სურპრიზს სთავაზობს. ის ძალიან კარგი ადამიანი და საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.