კლინიკა „ამტელში“ კორონავირუსით გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცი ოკუპირებული გალიდან იყო გადმოყვანილი

12:38, 07.10.2020

კლინიკა „ამტელში“ გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალის მკვიდრი, 83 წლის მამაკაცი იყო.

პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. კლინიკაში ამჟამად 149 ინფიცირებული მკურნალობს.

„წარმოშობით გალიდან იყო. მკურნალობდა საუნივერსიტეტო კლინიკაში და გადმოიყვანეს ჩვენთან. 83 წლის მამაკაცი იყო კოვიდინფექციით, გართულებული პნევმონიით, დისტრესსინდრომით. თანმხლები დაავადებები – გულის უკმარისობა, ჰიპერტონია და მოციმციმე არითმია. 13 პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკაში სულ იმყოფება 149 პაციენტი“, – განაცხადა „ამტელ ჰოსპიტლის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლაშა მაჭარაშვილმა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

მსგავსი