კლიმატური სამართლიანობის მოთხოვნით, გლაზგოში ათასობით ახალგაზრდა საპროტესტო აქციას მართავს
კლიმატური სამართლიანობის მოთხოვნით, გლაზგოში ათასობით ახალგაზრდა საპროტესტო აქციას მართავს

კლიმატური სამართლიანობის მოთხოვნით გლაზგოში ათასობით ახალგაზრდა საპროტესტო აქციას მართავს. სკოლის გაფიცვის მოძრაობის ორგანიზებულ აქციას აქტივისტები გრეტა ტუნბერგი და ვანესა ნაკატე შეუერთდნენ.

„მომავლის მარშზე“ ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მსოფლიო ლიდერებმა მოგება გვერდზე უნდა გადადონ და პლანეტას მოუსმინონ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდების შეკრება ნგრევას და მთავრობის ჩამოგდებას მიზნად არ ისახავს და მთავარი ამოცანა გზავნილის გავრცელებაა.

გლაზგოში საერთაშორისო კლიმატური სამიტი უკვე მეექვსე დღეა, გრძელდება.