კლაუს იოჰანისი - ჩვენთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება ელექტროენერგიის მწვანე კორიდორი, დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან
კლაუს იოჰანისი - ჩვენთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება ელექტროენერგიის მწვანე კორიდორი, დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან

გვინდა, მხარი დავუჭიროთ შავი ზღვის რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან.

„ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთ-საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და იქნება მწვანე კორიდორი ელექტროენერგიის, დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვას. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის.

გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე, რომელიც იქნება საქონლის, სხვადასხვა პროდუქტის კორიდორი შავი ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. ეს იქნება რუმინეთის ინიციატივა, რომ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.