კლაუს იოჰანესი - შავი ზღვის რეგიონში დაურეგულირებელი კონფლიქტები მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს
კლაუს იოჰანესი - შავი ზღვის რეგიონში დაურეგულირებელი კონფლიქტები მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს

შავი ზღვის რეგიონში კონფლიქტები მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რუმინეთის პრეზიდენტმა გააკეთა. მისი თქმით, რუმინეთი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში ჩართულია.

“სამწუხაროდ, შავი ზღვისა და მიმდებარე რეგიონში დაურეგულირებელი კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავად რეგიონსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. რუმინეთი ამ კონფლიქტების დარეგულირებისთვის მუშაობს” – განაცხადა კლაუს იოჰანესმა.

რუმინეთის ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმაზე, რომელმაც ამ ორგანოს მუშაობა უფრო ეფექტური უნდა გახადოს.