ვეტერანმა სპეციალისტმა, კლაუდიო რანიერიმ მოლაპარაკებები გამართა „რომას“ მფლობელებთან და თანხმობა განაცხადა, თავის კარიერაში მესამედ ჩაუდგეს სათავეში რომაულ კლუბს.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას 73 წლის სპეციალისტმა, ვინც გასულ წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, დაადასტურა სეზონის ბოლომდე „რომას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა.
„რთული ამოცანაა გადასაჭრელი? ამიტომაც დამიძახეს. ჩვენ მზად ვართ! ჩვენ მოვდივართ“, – განაცხადა რანიერიმ.
უფრო ადრე იტალიელი სპეციალისტი „რომას“ სათავეში იყო 2009-11 და 2019 წლებში.