კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლი გაიტანა
კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლი გაიტანა

ამ ტურში ისტორიული მოვლენა მოხდა: ვერდერის ფორვარდმა კლაუდიო პისარომ 40 წლის, ოთხი თვისა და 13 დღის ასაკში გაიტანა გოლი. ის გახდა ბუნდესლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში გოლი გაუტანია.

წინა რეკორდსმენი იყო ასევე ექს-ბრემენელი მირკო ვოტავა, რომელიც 40 წლის, სამი თვისა და ერთი დღის იყო, როცა 1996 წლის აგვისტოს შტუტგარტს გაუტანა.

გარდა ამისა, ამ გოლით პისარო გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე ზედიზედ 21 სეზონია, რაც გოლი გააქვს.