კლაუდია შეინბაუმი - მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ირანის გუნდი მექსიკაში დარჩება
კლაუდია შეინბაუმი - მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ირანის გუნდი მექსიკაში დარჩება

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ირანის გუნდი მექსიკაში დარჩება. ამის შესახებ ცნობილი მექსიკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გახდა.

როგორც კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, აშშ-ის მთავრობის უარის შემდეგ ფიფა-მ მექსიკას მიმართა ირანული გუნდის მექსიკაში დარჩენის მოთხოვნით, რასაც ისინი დათანხმდნენ.

„ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ მათ მექსიკაში დარჩენა ავუკრძალოთ“, — განაცხადა შეინბაუმმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს.