კლაუდია შეინბაუმი – მექსიკა შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ 25%-იან ტარიფებს საპასუხო ტარიფებით უპასუხებს

18:20, 04.03.2025

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ 25%-იან ტარიფებს საპასუხო ტარიფებით უპასუხებს.

კლაუდია შეინბაუმის თქმით, კონკრეტულ პროდუქტებს, რომელსაც აღნიშნული ტარიფები შეეხება, კვირას, 9 მარტს ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე საჯაროდ გამოაცხადებს.

„არ არსებობს ამ გადაწყვეტილების არანაირი მოტივი ან მიზეზი და არც გამართლება, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს ხალხებზე და ჩვენს ერებზე“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.

მსგავსი