კლასიკო „ტორპედომ“ მოიგო, თბილისური დერბი - „საბურთალომ“ | საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციების მიერ ერთობლივად ორგანიზებული „E ლიგის“ ვირტუალურ გათამაშება დაიწყო. პირველი ტურის მატჩები, რომლის პირდაპირი რეპორტაჟებიც ეროვნული ლიგის ფეისბუქ-გვერდზე ლევან გოგორელიანს მიჰყავდა, უხვგოლიანი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ მოთამაშეები ამა თუ იმ ლიგის საუკეთესო გუნდებს ირჩევდნენ. ა ჯგუფში გიორგი ფანცულაია (ტორპედო) „ლივერპულით“ გიორგი მოისწრაფიშვილის (დინამო თბ) „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.
სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) „მანჩეტერ სიტით“ გიორგი მამარდაშვილის (ლოკომოტივი) „ლივერპულს“ ეთამაშა და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ბ ჯგუფის შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.
ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) – გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)
ირაკლი რუხაძე (თელავი) – ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა)