კლასიკო „ტორპედომ“ მოიგო, თბილისური დერბი - „საბურთალომ“ | საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი 
კლასიკო „ტორპედომ“ მოიგო, თბილისური დერბი - „საბურთალომ“ | საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციების მიერ ერთობლივად ორგანიზებული „E ლიგის“ ვირტუალურ გათამაშება დაიწყო. პირველი ტურის მატჩები, რომლის პირდაპირი რეპორტაჟებიც ეროვნული ლიგის ფეისბუქ-გვერდზე ლევან გოგორელიანს მიჰყავდა, უხვგოლიანი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეები ამა თუ იმ ლიგის საუკეთესო გუნდებს ირჩევდნენ. ა ჯგუფში გიორგი ფანცულაია (ტორპედო) „ლივერპულით“ გიორგი მოისწრაფიშვილის (დინამო თბ) „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) „მანჩეტერ სიტით“ გიორგი მამარდაშვილის (ლოკომოტივი) „ლივერპულს“ ეთამაშა და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ბ ჯგუფის შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) – გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)

ირაკლი რუხაძე (თელავი) – ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა)

დატოვე კომენტარი