კლარისა შილდსმა ივ დიკერი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკელმა მებრძოლმა, 25 წლის კლარისა შილდსმა ფლინტში გამართულ ტურნირზე კანადელი მარი ივ დიკერი დაამარცხა და WBC და WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

მას ასევე აქვს IBF და WBA-ს ქამარი პირველ საშუალო წონაში. ბრძოლის დროს კლარისას ლეიკერსის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა, შორტზე კი კობი ბრაიანტი ეწერა. შეგახსენებთ, რომ კლარისა 2019-ში საშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ის პირველი მებრძოლია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, რომელიც ოთხი ქამრის ეპოქაში ორი დივიზიონის ჩემპიონია.

მის ანგარიშზე 11 მოგება (ორი ნოკაუტით) და არცერთი მარცხი.