ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
სტიქიის გამო დაშავდა სამი, 200-მდე ადამიანს კი, სახლების დატოვება მოუწია. ცხრა პირი დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმის გამო, კუნძულის ისტორიული ცენტრი დაიტბორა, დაზიანებულია ავტომობილები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის გამო დაიკეტა 11 ავტომაგისტრალი. დაიხურა სკოლები.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონების მოსანახულებლად მალიორკაზე ჩასვლას გეგმავს.