კახა კუკავა - ვურჩევ ხელისუფლებას, ჩამოვიდეს და ადგილზე მოისმინოს ადამიანების პრობლემები
„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რაც გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამოქმედო გეგმა იქნება.
ციტრუსის წარმოების გაზრდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, პენსიები და სოციალური ფონი- ეს ის საკითხებია, რომელზეც „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა.
„ვურჩევ ხელისუფლებას, ჩამოვიდეს და ადგილზე მოისმინოს ადამიანების პრობლემები”-განაცხადა კუკავამ.
პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.