კიტეიშვილის საღამო ტიროლში - გოლი, საგოლე გადაცემა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
კიტეიშვილის საღამო ტიროლში - გოლი, საგოლე გადაცემა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩააატრა, მისმა გუნდმა კი გასვლაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში „სვაროვსკის“ ტიროლში ესტუმრა და შანსი არ დაუტოვა – 5:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ამ პერიოდში მან ყვითელი ბარათის აღება (მე-60 წუთზე) და ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება მოასწრო. მე-7 წუთზე მეკარესთან პირისპირ ფილიპ ჰუსპეკი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხოლო თავად 90+4-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეხუთედ კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„შტურმმა“ მე-16 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ოთარ კიტეიშვილს კი 16 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.