კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა #1TVSPORT
5 სექტემბერს ბადახოსში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ესპანეთთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში 3 სექტემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მიღებული დაზიანების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები
გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები
გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები
ჯაბა ჯიღაური, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი),
თავდამსხმელები
გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.